სუს-ი ანონიმურ შეტყობინებაზე: „მიღებული უსაფრთხოების ზომები აბსოლუტურად გამორიცხავდა ზარის რეალურობას“ — Cnoba
სამების საკათედრო ტაძრისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მიღებული იყო უსაფრთხოების ისეთი ზომები, რომელიც აბსოლუტურად გამორიცხავდა ტერორისტული აქტის შესახებ განხორციელებული ზარის რეალურობას, – განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. „სამების საკათედრო ტაძრისა და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და დაცვის სამსახურების მიერ მიღებული იყო უსაფრთხოების ისეთი ზომები, რომელიც აბსოლუტურად გამორიცხავდა ტერორისტული აქტის შესახებ განხორციელებული ზარის რეალურობას”, – აღნიშნეს სუს-ში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა არასრულწლოვანი, რომელმაც შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ანონიმურად დარეკა და სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტის შესახებ ცრუ შეტყობინება დატოვა. The post სუს-ი ანონიმურ შეტყობინებაზე: „მიღებული უსაფრთხოების ზომები აბსოლუტურად გამორიცხავდა ზარის რეალურობას“ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.