გიორგი გოგია: ელენე ხოშტარიას სისხლისსამართლებრივი დევნა ქვეყანაში განსხვავებული აზრის გამოხატვის წინააღმდეგ უფრო ფართომასშტაბიანი რეპრესიების ნაწილია — Cnoba

News.ge სიახლე 24 Mar 2026, 11:51

Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილე, გიორგი გოგია ეხმაურება ელენე ხოშტარიასთვის წელიწადნახევრით პატიმრობის მისჯას. „ოპოზიციის ლიდერისთვის საპროტესტო გზავნილის გამო პატიმრობის განაჩენი აშკარა მაჩვენებელია იმისა, თუ რამდენად დაეცა დემოკრატიული სტანდარტები საქართველოში. ელენე ხოშტარიას სისხლისსამართლებრივი დევნა ქვეყანაში განსხვავებული აზრის გამოხატვის წინააღმდეგ უფრო ფართომასშტაბიანი რეპრესიების ნაწილია“, – წერს გიორგი გოგია X-ზე. დღეს პარტია „დროას“ […]

Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილე, გიორგი გოგია ეხმაურება ელენე ხოშტარიასთვის წელიწადნახევრით პატიმრობის მისჯას.
💬„ოპოზიციის ლიდერისთვის საპროტესტო გზავნილის გამო პატიმრობის განაჩენი აშკარა მაჩვენებელია იმისა, თუ რამდენად დაეცა დემოკრატიული სტანდარტები საქართველოში.
ელენე ხოშტარიას სისხლისსამართლებრივი დევნა ქვეყანაში განსხვავებული აზრის გამოხატვის წინააღმდეგ უფრო ფართომასშტაბიანი რეპრესიების ნაწილია“, – წერს გიორგი გოგია X-ზე.
🔻დღეს პარტია „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას, კახა კალაძის ბანერზე გაკეთებული წარწერის საქმეზე წელიწად-ნახევრით პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა.

რელევანტური