ორსულ მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა და ძალის გამოყენებით სქესობრივი კავშირი დაამყარა – თელავში 34 წლის კაცი დააკავეს — Cnoba

Alia სიახლე 26 Mar 2026, 06:38

“შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი – 1992 წელს დაბადებული გ.ტ. წინასწარი შეცნობით ოჯახის ორსული წევრის მიმართ ჩადენილი მუქარის, ძალადობისა და გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეუღლეს – 1991 წელს დაბადებულ ზ.ო.-ს მიმართ […] The post ორსულ მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა და ძალის გამოყენებით სქესობრივი კავშირი დაამყარა – თელავში 34 წლის კაცი დააკავეს appeared first on .

“შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი – 1992 წელს დაბადებული გ.ტ. წინასწარი შეცნობით ოჯახის ორსული წევრის მიმართ ჩადენილი მუქარის, ძალადობისა და გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეუღლეს – 1991 წელს დაბადებულ ზ.ო.-ს მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა და ფიზიკური ძალადობა განახორციელა, ასევე ძალადობით და ძალადობის მუქარით სქესობრივი კავშირი დაამყარა.
კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა გ.ტ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე,126 პრიმა, 11 პრიმა 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” | წერს შსს გავრცელებულ განცხადებაში.

The post ორსულ მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა და ძალის გამოყენებით სქესობრივი კავშირი დაამყარა – თელავში 34 წლის კაცი დააკავეს appeared first on .


რელევანტური