რამდენიმე წუთის წინ დამთავრდა ამხანაგური მატჩი ფეხბურთში საქართველოსა და ისრაელის ნაკრებ გუნდებს შორის _ შეხვედრა თბილისში გაიმართა.
ანგარიში 36-ე წუთზე საქართველოს ნაკრების ახალმა კაპიტანმა ხვიჩა კვარაცხხელიამ გახსნა. მანვე 54-ე წუთზე ანგარიში ორამდე გაზარდა.
საქართველოს ნაკრები თითქოს ახლოს იყო გამარჯვებასთან, მაგრამ ისრაელის ნაკრებმა ანგარიშიც გათანაბრება შეძლო _ 61-ე წუთზე მიზრაჰიმ ანგარიშში სხვაობა შეამცირა, 64-ე წუთზე კი განდელმანმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა _ 2:2.
მატჩის სტატისტიკაც ანგარიშის შესაბამისი იყო: ბურთის ფლობა _ საქართველო – 46%, ისრაელი -54%; კარისკენ დარტყმა _ საქართველო – 10, ისრაელი – 13; პირდაპირ კარში დარტყმა _ საქართველო – 3, ისრაელი – 4; კუთხური _ საქართველო – 6, ისრაელი – 7.
The post კვარაცხელიას ორი გოლი და ფრე ისრაელთან appeared first on გურია ნიუსი.