საცობი/კარის ჩაკეტვა/დაგვიანება
ნებისმიერი შეფერხება, რომლებიც არ გაძლევს დანიშნულ დროს სახლიდან გასვლის საშუალებას, დაკარგული გასაღები, ტანსაცმელზე გადაღვრილი ყავა და ა.შ, ანგელოზის ნიშნებია. ის ამ გზით ცდილობს გითხრათ, რომ თქვენს არყოფნაში შეიძლება სახლში რაიმე ცუდი მოხდეს.
სისუსტე
ხდება ხოლმე, როდესაც ადამიანები დილით სრულიად ჯანმრთელები დგებიან, ემზადებიან და უცებ არსაიდან მოსულ სისუსტეს გრძნობენ. ამ გზით ანგელოზები ცდილობენ, რომ დიდ უბედურებას აგაცილონ.
ჩხუბი და ყვირილი
ანგელოზის კიდევ ერთი ნიშანი შეიძლება იყოს ჩხუბი, კონფლიქტი, ხმამაღალი ყვირილი უფროსისგან. ამ დროს უმჯობესია, რომ უარი თქვათ დაგეგმილ შეხვედრაზე, რათა რაიმე უსიამოვნება არ შეგემთხვეთ.
მარცხენა ხელის ქავილი
იცოდით, რომ მარცხენა ხელისგულზე ქავილით ანგელოზი ცდილობს, რომ დაგიცვათ ზედმეტი ხარჯებისგან? ამ დროს ყველანაირი შესყიდვა, ინვესტიცია და წამოწყებული ბიზნესი უშედეგო იქნება. ამიტომ ეს ნიშანი უყურადღებოდ არასდროს დატოვოთ.
გაჩერებული საათი
არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს კედლის, მაჯის თუ ტელეფონის საათი. არავითარ შემთხვევაში არ გაასესხოთ ფული ამ პერიოდში, რადგან მას უკან ვეღარ დაიბრუნებთ.
The post ნიშნები, რომლებითაც თქვენი მფარველი ანგელოზი მინიშნებას გიგზავნით appeared first on გურია ნიუსი.