პუტინმა მსხვილ ბიზნესს ომის დაფინანსება შესთავაზა — Cnoba

GuriaNews სიახლე 27 Mar 2026, 05:57

Deutsche Welle-ს წყაროების ცნობით, ვლადიმერ პუტინმა მსხვილ ბიზნესმენებს უკრაინაში ომის ბიუჯეტში ნებაყოფლობითი შენატანების შეტანა შესთავაზა _ ინიციატივა „როსნეფტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა იგორ სეჩინმა წამოაყენა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დახურულ შეხვედრაზე მსხვილ ბიზნესმენებთან შესთავაზა, უკრაინაში ომის დასაფინანსებლად ბიუჯეტში ნებაყოფლობითი შენატანები შეეტანათ. წყაროების ცნობით, რუსეთის მრეწველებისა და მეწარმეების კავშირის (RSPP) კონგრესის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე პუტინმა გამოაცხადა ომის გაგრძელების […] The post პუტინმა მსხვილ ბიზნესს ომის დაფინანსება შესთავაზა appeared first on გურია ნიუსი.

Deutsche Welle-ს წყაროების ცნობით, ვლადიმერ პუტინმა მსხვილ ბიზნესმენებს უკრაინაში ომის ბიუჯეტში ნებაყოფლობითი შენატანების შეტანა შესთავაზა _ ინიციატივა „როსნეფტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა იგორ სეჩინმა წამოაყენა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დახურულ შეხვედრაზე მსხვილ ბიზნესმენებთან შესთავაზა, უკრაინაში ომის დასაფინანსებლად ბიუჯეტში ნებაყოფლობითი შენატანები შეეტანათ.

წყაროების ცნობით, რუსეთის მრეწველებისა და მეწარმეების კავშირის (RSPP) კონგრესის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე პუტინმა გამოაცხადა ომის გაგრძელების და რუსული არმიის დონეცკის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრამდე გამაგრების განზრახვის შესახებ.

შემდეგ პუტიმა შესთავაზა ბიზნესმენებს, რომ ბიუჯეტში ნებაყოფლობითი შენატანები შეეტანათ. წყაროების ცნობით, პუტინის გამოსვლის არსი ასეთი იყო: „ჩვენ ვთქვით, რომ ვიბრძოლებთ“ და „მივალთ დონბასის საზღვრებთან“.

წყაროები ამტკიცებენ, რომ ინიციატივა „როსნეფტის“ აღმასრულებელ დირექტორს, იგორ სეჩინს ეკუთვნის.

ორმა წყარომ Deutsche Welle-ს დაუდასტურა, რომ ბიზნესმენი სულეიმან კერიმოვი მაშინვე დათანხმდა მოთხოვნას და ბიუჯეტში 100 მილიარდი რუბლის შეტანის პირობა დადო. გარდა ქერმოვისა, პუტინის წინადადებას მხარი დაუჭირა ოლეგ დერიპასკამ.

The post პუტინმა მსხვილ ბიზნესს ომის დაფინანსება შესთავაზა appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური