ერევანში, ისტორიაში პირველად, სომხეთ-ევროკავშირის სამიტი ჩატარდება — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 27 Mar 2026, 06:16

2026 წლის 4-5 მაისს, ერევანში, ისტორიაში პირველად, სომხეთ-ევროკავშირის სამიტი ჩატარდება. ევროკომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, სამიტს დაესწრებიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა და ევროპარლამენტის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. სომხეთის წარმომადგენელი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი იქნება. სამიტის დაწყებამდე ისინი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრას დაესწრებიან, რომელიც ასევე ერევანში ჩატარდება 2026 წლის 4 მაისს. სომხეთ-ევროკავშირის სამიტზე ყურადღება გამახვილდება ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზე, განსაკუთრებით ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ციფრული კავშირების სფეროში. ლიდერები ასევე განიხილავენ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, უსაფრთხოების, კავშირის და კეთილდღეობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ პროგრესს, აგრეთვე მიმდინარე გლობალურ გამოწვევებს, მათ შორის ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.… The post ერევანში, ისტორიაში პირველად, სომხეთ-ევროკავშირის სამიტი ჩატარდება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური