ნარკოტიკებული და ფსიქოტროპული ნივთიერებების გავრცელების ფაქტზე 5 ადამიანი დააკავეს — Cnoba
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენა-შენახვის მცდელობისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სხვადასხვა დროს 5 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, რუსეთის, ყირგიზეთისა და უკრაინის მოქალაქეები. დაკავებული პირები მათთვის უცხოეთიდან ამანათებით, შენიღბულად გამოგზავნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების რეალიზაციას გეგმავდნენ. პოლიციამ ამანათებიდან, ასევე ბრალდებულების საცხოვრებელი ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღო სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის: 311 აბი „მდმა“, 9 კილოგრამამდე „მეფედრონი“, 2 კილოგრამზე მეტი „მეთადონი“, 4 კილოგრამამდე „ჰაშიში“, 1,5-მდე „კლეფედრონი“, „მარიხუანა“, ფსიქოტროპულ ნივთიერება… The post ნარკოტიკებული და ფსიქოტროპული ნივთიერებების გავრცელების ფაქტზე 5 ადამიანი დააკავეს appeared first on მედიაცენტრი მთა…