“ეს არის ქართველების წინააღმდეგ ყველანაირი ჰიბრიდული ომის მიზანი” – ანა დოლიძე — Cnoba

პარალელი სიახლე 27 Mar 2026, 13:55

სააგენტო "პარალელი" “ეს არის ქართველების წინააღმდეგ ყველანაირი ჰიბრიდული ომის მიზანი” – ანა დოლიძე აშშ-ს პრეზიდენტის მეუღლის, მელანია ტრამპის მიერ ორგანიზებულ ღონიძიებაზე თამარ ბაგრატიონის მიერ სიტყვით გამოსვლისას ტექსის ინგლისურ ენაზე წარმოთქმის დროს კონკრეტული უხერხული მომენტებთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებებს და კონკრეტულ მინიშნებებს აკეთებს პარტია “ხალხისთვის” ლიდერი, ანა დოლიძე: “ვმგზავრობდი, ჩემი წიგნის განხილვაზე ვიყავი უცხოეთში და გვიან ვეწევი საქართველოს ამბებს. ვნახე ყაველაშვილის მეუღლის გამოსვლა ინგლისურად. გავეცანი ასევე რეაქციებს. ვფიქრობ, უმეტესობა, ვისაც […] “ეს არის ქართველების წინააღმდეგ ყველანაირი ჰიბრიდული ომის მიზანი” – ანა დოლიძე პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“ეს არის ქართველების წინააღმდეგ ყველანაირი ჰიბრიდული ომის მიზანი” – ანა დოლიძე

აშშ-ს პრეზიდენტის მეუღლის, მელანია ტრამპის მიერ ორგანიზებულ ღონიძიებაზე თამარ ბაგრატიონის მიერ სიტყვით გამოსვლისას ტექსის ინგლისურ ენაზე წარმოთქმის დროს კონკრეტული უხერხული მომენტებთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებებს და კონკრეტულ მინიშნებებს აკეთებს პარტია “ხალხისთვის” ლიდერი, ანა დოლიძე:

ვმგზავრობდი, ჩემი წიგნის განხილვაზე ვიყავი უცხოეთში და გვიან ვეწევი საქართველოს ამბებს. ვნახე ყაველაშვილის მეუღლის გამოსვლა ინგლისურად. გავეცანი ასევე რეაქციებს. ვფიქრობ, უმეტესობა, ვისაც ეს გამოსვლა ან შეცდომად ან უბრალო არაკომპეტენტურობად მიაჩნია, ცდება.

ჰიბრიდულ ომს გონივრულად უნდა დავუპირისპირდეთ, ფიქრით და ნაკლები ემოციით. ჰიბრიდულ ომს უნდა ჟივილხივილი, ემოციური რეაქცია. ამიტომ
მისი წამალი არის გონივრულობა და ფიქრი.

გამოვიდეთ ამოცანიდან, რომელიც აქვს ჩვენ მტერს: ქართველების ბარბაროსებად, ჩამორჩენილებად, უნიათოებად წარმოჩენას ემსახურება ანტი-ქართული, კოლონიალური პოლიტიკა. ყოველთვის.

ეს გამოსვლაც ამას ემსახურებოდა. მიზანი: იფიქრონ და ჩვენც ვიფიქროთ ჩვენს თავზე, არ ვვარგივართ, არ გამოგვდის, მოკლედ “ვერ ვქაჩავთ” და შევეგუოთ. ეს არის ქართველების წინააღმდეგ ყველანაირი ჰიბრიდული ომის მიზანი. როგორც ყაველაშვილის ყოველ გამოსვლა ჰეგელზე და ზედმეტ წონაზე არის ჩვენი დაცინვა, აქაც ეს იყო“, – წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში

“ეს არის ქართველების წინააღმდეგ ყველანაირი ჰიბრიდული ომის მიზანი” – ანა დოლიძე
პარალელი