კიდევ ერთი ბრალდებული გიგა ავალიანის საქმეში — Cnoba

GuriaNews სიახლე 28 Mar 2026, 05:38

თემქაზე მოკლული მასწავლებლის საქმეზე სასამართლო დარბაზში ჩვენება შეცვალა დიღომში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ერთ-ერთმა მონაწილემ, ლუკა კლადკინმა. არასრულწლოვანმა გამოძიების ეტაპზე სამართალდამცველებს აჩვენა შემთხვევის ადგილი — ფარდულები, სადაც, მისი თქმით, მოზარდებს სცემდნენ, ასევე ვიდეოკადრებში ამოიცნო ბრალდებულები. თუმცა სასამართლოში, მოსამართლის თანდასწრებით, მან ყველა ეს ჩვენება უარყო და საკუთარი ნათქვამი გააბათილა. გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე და დიდ დიღომში მომხდარი […] The post კიდევ ერთი ბრალდებული გიგა ავალიანის საქმეში appeared first on გურია ნიუსი.

თემქაზე მოკლული მასწავლებლის საქმეზე სასამართლო დარბაზში ჩვენება შეცვალა დიღომში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ერთ-ერთმა მონაწილემ, ლუკა კლადკინმა.

არასრულწლოვანმა გამოძიების ეტაპზე სამართალდამცველებს აჩვენა შემთხვევის ადგილი — ფარდულები, სადაც, მისი თქმით, მოზარდებს სცემდნენ, ასევე ვიდეოკადრებში ამოიცნო ბრალდებულები. თუმცა სასამართლოში, მოსამართლის თანდასწრებით, მან ყველა ეს ჩვენება უარყო და საკუთარი ნათქვამი გააბათილა.

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე და დიდ დიღომში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ეპიზოდები რამდენიმე კვირის წინ ერთ საქმეში გაერთიანდა. ლუკა კლადკინი ერთ-ერთია იმ პირებს შორის, რომლებიც ძალადობის ამსახველ ვიდეოკადრებში სხვა ბრალდებულებთან ერთად ფიგურირებენ.

პროკურატურის ინფორმაციით, კლადკინმა ვიდეომასალის დათვალიერებისას საკუთარი თავიც ამოიცნო და სხვა მონაწილეების იდენტიფიცირებაც მოახდინა. თუმცა ფიცის ქვეშ ჩვენების შეცვლა გახდა არასრულწლოვანის დაკავების საფუძველი.

მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

The post კიდევ ერთი ბრალდებული გიგა ავალიანის საქმეში appeared first on გურია ნიუსი.