ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი რეზა ფეჰლევი აცხადებს, რომ მზადაა, გარდამავალ პროცესს უხელმღვანელოს — Cnoba
ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი რეზა ფეჰლევი აცხადებს, რომ მზადაა, გარდამავალ პროცესს უხელმღვანელოს. მან შეაქო აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმის გამო, რომ ირანის ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედება დაიწყო. „შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, როგორ გადადის ირანი დევიზიდან „სიკვდილი ამერიკას“, „ღმერთმა დალოცოს ამერიკამდე“? პრეზიდენტი ტრამპი ამერიკას კვლავ დიდებულს ხდის. მე კი ვაპირებ, კვლავ დიდებული გავხადო ირანი“, – აღნიშნა რეზა ფელჰევმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც მას ტაშითა და შეძახილებით საუბარი რამდენჯერმე შეაწყვეტინეს. მისივე თქმით, ირანელ ხალხს აქვს რეალური შანსი, დაასრულოს ტერორის რეჟიმი. The post ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი რეზა ფეჰლევი აცხადებს, რომ მზადაა, გარდამავალ პროცესს უხელმღვანელოს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.