დონალდ ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ ქვეყნის მასშტაბით მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა — Cnoba
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ ქვეყნის მასშტაბით მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა. აქციები იმართება დევიზით „არა მეფეებს“. 50-ვე შტატში 3 200-ზე მეტი ღონისძიება იყო დაგეგმილი. ეს არის ტრამპის წინააღმდეგ ორგანიზებული აქციების მესამე ტალღა მსგავსი სლოგანით. „ტრამპს სურს ტირანის სახით მმართველობა. თუმცა ეს ამერიკაა და ძალაუფლება ხალხს ეკუთვნის და არა მეფედ გახდომის მსურველებს ან მათ მილიარდერ მეგობრებს“, – განაცხადეს ორგანიზატორებმა. 28 მარტს, მთელი დღის განმავლობაში დემონსტრაციები გაიმართა აშშ-ის თითქმის ყველა მსხვილ ქალაქში, მათ შორის ნიუ იორკში, ვაშინგტონსა და ლოს ანჯელესში. მომიტინგეებს ტრამპის, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის და ადმინისტრაციის სხვა თანამდებობის პირების… The post დონალდ ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ ქვეყნის მასშტაბით მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.