ისრაელის არმიამ ლიბანში იშვიათი საზღვრისპირა რეიდი ჩაატარა — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 29 Mar 2026, 13:21

ისრაელის არმიის ელიტურმა ძალებმა სირიიდან ლიბანში იშვიათი საზღვრისპირა რეიდი ჩაატარეს. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, 810-ე სამთო რეგიონული ბრიგადის შემადგენლობაში მოქმედი ალპინისტური დანაყოფის რეზერვისტები რთულ მთიან რელიეფზე მოქმედებდნენ და თოვლში სირიის ჰერმონიდან სამხრეთ ლიბანში, დოვის მთამდე გადადიოდნენ, რათა ტერიტორიის დასკანერება, სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება და მტრის ტერორისტული ინფრასტრუქტურის აღმოჩენა შეძლებოდათ. 2024 წლის დეკემბერში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ისრაელის თავდაცვის ძალები სამხრეთ სირიის ტერიტორიაზე ცხრა პოსტზე იყვნენ განლაგებული, ძირითადად, ქვეყნებს შორის საზღვარზე, გაერო-ს მიერ პატრულირებული ბუფერული ზონის ფარგლებში. ორი პოსტი ჰერმონის მთის სირიულ მხარესაა. The post ისრაელის არმიამ ლიბანში იშვიათი საზღვრისპირა რეიდი ჩაატარა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური