ვისაც უფალი ამ ჯვარს დააკისრებს, უარი არ უნდა თქვას – მიტროპოლიტი ისაია — Cnoba

ტვ ოდიში სიახლე 30 Mar 2026, 03:56

ცხინვალისა და ნიქოზის ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა ისაიამ მომავალი პატრიარქის არჩევის მოახლოებაზე ისაუბრა: “ტელევიზია და საინფორმაციო წყაროები ყველასთვის ხელმისაწვდომია და იცით, რომ არჩევნები მოდის. არავინ დასახელებულა ჯერ საერთოდ, ამას თავისი დრო აქვს. ერთმა სასულიერო პირმა მომწერა უცხოეთიდან, ვლოცულობთო, რომ თქვენო გახდეთო და მე მას ვუპასუხე, რომ ვილოცოთ იმისთვის, რომ ყოველი არის ღვთის ნება. უფლის ნება როგორი არის, […] The post ვისაც უფალი ამ ჯვარს დააკისრებს, უარი არ უნდა თქვას – მიტროპოლიტი ისაია appeared first on ODISHINEWS.

ცხინვალისა და ნიქოზის ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა ისაიამ მომავალი პატრიარქის არჩევის მოახლოებაზე ისაუბრა:
“ტელევიზია და საინფორმაციო წყაროები ყველასთვის ხელმისაწვდომია და იცით, რომ არჩევნები მოდის. არავინ დასახელებულა ჯერ საერთოდ, ამას თავისი დრო აქვს. ერთმა სასულიერო პირმა მომწერა უცხოეთიდან, ვლოცულობთო, რომ თქვენო გახდეთო და მე მას ვუპასუხე, რომ ვილოცოთ იმისთვის, რომ ყოველი არის ღვთის ნება. უფლის ნება როგორი არის, ეს არის მთავარი და თქვენც ამას გთხოვთ, რომ ილოცოთ გამოარჩიოს უფალმა ის ადამიანი, რომელიც ამ გოლგოთაზე ღვთის ნებით უნდა ავიდეს.

სასიხარულო ამაში არაფერი არ არის, ეს არის ჯვარი, რომელიც ადამიანს უფალმა დააკისრა. ვისაც დააკისრებს ალბათ, ამაზე არ უნდა თქვას უარი… თუ უფალი არ შეეწია ადამიანს, ვერც ჩვენი უწმინდესი ვერ შეძლებდა ამას, მას რომ ღვთის შეწევნა არ ჰქონოდა. ამდენად, ინებოს უფალმა, რომ გამოარჩიოს ის, ვინც მისთვის არის საჭირო, ვისაც ის ხედავს”, – თქვა მიტროპოლიტმა ისაიამ ქადაგებისას.

The post ვისაც უფალი ამ ჯვარს დააკისრებს, უარი არ უნდა თქვას – მიტროპოლიტი ისაია appeared first on ODISHINEWS.