ირანის ბლოკადის საპასუხოდ, საუდის არაბეთმა ნავთობის ტრანსპორტირება უდაბნოში დაიწყო — Cnoba

GuriaNews სიახლე 30 Mar 2026, 05:52

საუდის არაბეთმა ისტორიაში პირველად სრული დატვირთვით აამუშავა თავისი სტრატეგიული აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი, რაც ეს ნაწილობრივ შეამსუბუქებს ირანის წინააღმდეგ დაწყებული ოპერაციის შედეგად გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისს _ ამის შესახებ იტყობინება RBC-Ukraine, Bloomberg-სა და Al Arabiya-ზე დაყრდნობით. წყაროების ცნობით, 28 მარტის მონაცემებით, უდაბნოში არსებული გიგანტური მილსადენით დღეში 7 მილიონი ბარელი გადაიტუმბა. ეს ისტორიული მაქსიმუმია 1200 კილომეტრიანი მილსადენისთვის, რომელიც 1981 […] The post ირანის ბლოკადის საპასუხოდ, საუდის არაბეთმა ნავთობის ტრანსპორტირება უდაბნოში დაიწყო appeared first on გურია ნიუსი.

საუდის არაბეთმა ისტორიაში პირველად სრული დატვირთვით აამუშავა თავისი სტრატეგიული აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი, რაც ეს ნაწილობრივ შეამსუბუქებს ირანის წინააღმდეგ დაწყებული ოპერაციის შედეგად გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისს _ ამის შესახებ იტყობინება RBC-Ukraine, Bloomberg-სა და Al Arabiya-ზე დაყრდნობით.

წყაროების ცნობით, 28 მარტის მონაცემებით, უდაბნოში არსებული გიგანტური მილსადენით დღეში 7 მილიონი ბარელი გადაიტუმბა. ეს ისტორიული მაქსიმუმია 1200 კილომეტრიანი მილსადენისთვის, რომელიც 1981 წელს სპეციალურად ჰორმუზის სრუტის დახურვის შემთხვევაში გაჩენილი პრობლემის მოსაგვარებლად აშენდა.

ამ მოცულობიდან დაახლოებით 5 მილიონი ბარელი ექსპორტირდება წითელი ზღვის პორტ იანბუში მდებარე ტერმინალების მეშვეობით, ხოლო დანარჩენი იგზავნება ადგილობრივ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში.

ეს მილსადენი სრულად ვერ შეცვლის ჰორმუზის სრუტის გავლით საზღვაო მარშრუტს, მაგრამ ის გლობალური ეკონომიკისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რგოლად რჩება.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ უდაბნოს მილსადენი კვლაავ დაუცველია _ წარსულში, იგი იემენის ჰუსიტი ამბოხებულების მხრიდან  დრონებით თავდასხმების სამიზნე გახდა.

ასევე არსებობს ტექნიკური ხარვეზი: მილსადენის გამტარუნარიანობა (7 მილიონი ბარელი) აღემატება იანბუს პორტის სწრაფი დატვირთვის გამტარუნარიანობას, რაც ლოგისტიკურ შეფერხებას ქმნის.

The post ირანის ბლოკადის საპასუხოდ, საუდის არაბეთმა ნავთობის ტრანსპორტირება უდაბნოში დაიწყო appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური