სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების საქმის განხილვა მიმდინარეობს — Cnoba
თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების, ზურაბ ჭავჭანიძის, ვლადიმერ გველესიანისა და კიდევ 12 პირის საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ, კერძოდ კი, პროკურატურას ბრალდებულებთან მიმართებაში ინდივიდუალური ვიდეომტკიცებულებები აქვს წარმოდგენილი. პროცესს არ ესწრებიან ზურაბ ჭავჭანიძე და გიორგი ქორქია, ვინაიდან ისინი მოსამართლემ სასამართლოს უპატივცემლობის გამო სხდომათა დარბაზიდან გააძევა. სხდომას მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი უძღვება. ცნობისთვის, ვლადიმერ გველესიანს, სერგო მეგრელიშვილს, ზურაბ ჭავჭანიძეს, გიორგი რურუას, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, გიორგი ქორქიას, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, ლაშა ივანაძეს, ლევან ჯიქიას, სულხან ტუღუშს, ხვიჩა გოგოხიასა და რამაზ მამულაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის… The post სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების საქმის განხილვა მიმდინარეობს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.