აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე გადადგა — Cnoba
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა. დავით გაბაიძემ გადადგომის შესახებ განცხადება დღეს გააკეთა. „დიდი ხანია, ვფიქრობ ამაზე და გუნდთანაც მქონდა კონსულტაციები. უკვე არასრული ათი წელია, ვხელმძღვანელობდი უმაღლეს საბჭოს და ვფიქრობ, საჭიროა ცვლილებები. რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძის გუნდთან კავშირს, კარგად გახსოვთ, მე მანამდე გავხდი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ვიდრე თორნიკე რიჟვაძე დაიკავებდა მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას“, – განაცხადა დავით გაბაიძემ. დავით გაბაიძე გარკვეული დროის შემდეგ უმაღლეს საბჭოს მანდატსაც დატოვებს. მისი თქმით, აქვს სხვა შეთავაზებები, რომლებსაც ამ დროისთვის არ აკონკრეტებს. დავით გაბაიძე ბოლო არჩევნების შემდეგ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ მესამედ იყო არჩეული. The post აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე გადადგა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.