„ეს ვირუსი საშიშია 65 წელს გადაცილებულებისთვისაც“ – გავრცელებული ვირუსი — Cnoba
რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი საშიშია როგორც 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ისე ასაკოვნებისთვისაც. როგორც ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, დღეს სწორედ ეს ვირუსია დომინანტი ქვეყანაში. „ეს ვირუსი არა მხოლოდ ბავშვებისთვის არის საყურადღებო, 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებშიც შეიძლება მან გამოიწვიოს ისეთი პრობლემა, რომელიც ამ ასაკის პაციენტების საავადმყოფოში მოხვედრის მაღალ რისკს განაპირობებს, ეს არის ფილტვების ანთება. ამიტომ ეს ორი რადიკალურად განსხვავებული ასაკი – 2 წლამდე და 65 წელს ზემოთ არის ძირითადი რისკ-ჯგუფები, სადაც ამ ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში საჭიროა ინტენსიური მეთვალყურეობა, საავადმყოფოში მოთავსება და აქტიური ჩარევა დაავადების მართვის პროცესში“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“. 6… The post „ეს ვირუსი საშიშია 65 წელს გადაცილებულებისთვისაც“ – გავრცელებული ვირუსი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.