ესპანეთმა ირანზე თავდასხმებში ჩართული აშშ-ის თვითმფრინავებისთვის თავისი საჰაერო სივრცე დახურა — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 30 Mar 2026, 12:33

ესპანეთმა ირანზე თავდასხმებში ჩართული აშშ-ის თვითმფრინავებისთვის თავისი საჰაერო სივრცე დახურა. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა ჟურნალისტებს განაცხადა. „არ ვიძლევით არც სამხედრო ბაზების გამოყენების და არც საჰაერო სივრცის გამოყენების უფლებას ირანში ომთან დაკავშირებული ქმედებებისთვის“, – განაცხადა მინისტრმა. ესპანური გამოცემა El Pais-ი, რომელმაც პირველმა გაავრცელა ეს ინფორმაცია, წერს, რომ საჰაერო სივრცის დახურვა აიძულებს სამხედრო თვითმფრინავებს, გვერდი აუარონ ესპანეთს ახლო აღმოსავლეთში მათი სამიზნეებისკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ ეს არ მოიცავს საგანგებო სიტუაციებს, ამ შემთხვევაში თვითმფრინავებს ტრანზიტის ან დაშვების უფლება მიეცემათ. The post ესპანეთმა ირანზე თავდასხმებში ჩართული აშშ-ის თვითმფრინავებისთვის თავისი საჰაერო სივრცე დახურა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური