მამა ელიზბარი: პატრიარქი მუდამ გვასწავლიდა,რომ სიყვარულის ადამიანები გავმხდარიყავით — Cnoba

Tbilisi Times სიახლე 30 Mar 2026, 15:02

მამა ელიზბარმა, ემოციითა გაიხსენა წლები, რომლებიც უწმინდესთან გაატარა: „მე ვიწირავ მადლობას პატრიარქის სახელზე. ყველაზე უკანასკნელი ვარ თქვენს შორის… მე აქამდე უწმინდესობამ მომიყვანა. 47 წელი ვიყავი მის მორჩილებაში. „მახსენდება სიონის ტაძრის ეზოში ეროვნული მოძრაობის წევრების შეკრებები. უწმინდესი ეუბნებოდა ლიდერებს: „ჩემთან ყველაფერი ისმის…“ და აფრთხილებდა, რომ იქ მნიშვნელოვან თემებზე არ ესაუბრათ. იცოდა, რომ კედლებსაც ყურები ჰქონდათ იმ […] The post მამა ელიზბარი: პატრიარქი მუდამ გვასწავლიდა,რომ სიყვარულის ადამიანები გავმხდარიყავით appeared first on TTimes.GE.

მამა ელიზბარმა, ემოციითა გაიხსენა წლები, რომლებიც უწმინდესთან გაატარა:
„მე ვიწირავ მადლობას პატრიარქის სახელზე. ყველაზე უკანასკნელი ვარ თქვენს შორის… მე აქამდე უწმინდესობამ მომიყვანა. 47 წელი ვიყავი მის მორჩილებაში.

  • „მახსენდება სიონის ტაძრის ეზოში ეროვნული მოძრაობის წევრების შეკრებები. უწმინდესი ეუბნებოდა ლიდერებს: „ჩემთან ყველაფერი ისმის…“ და აფრთხილებდა, რომ იქ მნიშვნელოვან თემებზე არ ესაუბრათ. იცოდა, რომ კედლებსაც ყურები ჰქონდათ იმ დროს”-თქვა მან.

მამა ელიზბარმა ხაზი გაუსვა იმ რთულ ეპოქას, როდესაც თბილისში მხოლოდ 14 ეკლესია ფუნქციონირებდა და წირვა -ლოცვა მხოლოდ რუსულ ენაზე აღევლინებოდა.

  • “სიონში, მამა დავითზე წირვა-ლოცვა მხოლოდ რუსულად მიმდინარეობდა. მაგრამ უწმინდესს არასოდეს უკადრებია სიძულვილის ან განხეთქილების გზა. არ უთქვამს: „მოდით რუსები გავყაროთ“ ან „ვინც ჩვენს ტაძრებს იკავებს, ისინი გავრიცხოთ“. პირიქით — მოგვიწოდებდა მიტევების, სიყვარულისა და თავშეკავებისკენ.
  • პატრიარქი გვასწავლიდა, რომ სიყვარულის ადამიანები გავმხდარიყავით, რათა ეკლესიაში უფრო მეტი ადამიანი დაბრუნებულიყო,“ — თქვა მამა ელიზბარმა.

განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ერთ-ერთი ეპიზოდი, როდესაც რაიკომის მდივანმა უწმინდესს უთხრა, რომ ახალქალაქში ჩასვლისას სომხეთის ეკლესიის კათოლიკოს ვაზგენს შეახვედრებდა.

პატრიარქმა რაიკომის მდივანს მშვიდად, მაგრამ მტკიცედ უპასუხა:
„თუ ვაზგენს ჩემთან შეხვედრა სურს, თავად აგერ, სიონის ტაძარში ჩამობრძანდეს.“

მამა ელიზბარმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ეკლესიის ყველა შვილს — მღვდლებს, მონაზვნებს, მეუფეებს, განსაკუთრებით მეუფე შიოს — და ყველა იმ ადამიანს, ვინც უწმინდესისადმი სიყვარული და პატივისცემა გამოხატა.

შეხვედრა კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა დიდი კვალი დატოვა უწმინდესმა ილია მეორემ. მისი სწავლება — სიყვარული, მშვიდობა და მიტევება — დღესაც რჩება ჩვენი ერის ერთ-ერთ უმთავრეს სულიერ საყრდენად.
მადლობა უწმინდესს ამ ყველაფრისთვის.
მადლობა მის უსაზღვრო სიყვარულს, მის მშვიდობისმოყვარე გულსა და მის ურყევ სარწმუნოებას.

❤

The post მამა ელიზბარი: პატრიარქი მუდამ გვასწავლიდა,რომ სიყვარულის ადამიანები გავმხდარიყავით appeared first on TTimes.GE.


რელევანტური