„სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია“ – რა მოხდა ციხეში?! — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 30 Mar 2026, 15:42

იუსტიციის სამინსიტროს პენიiტინციური სამსახური მიხეილ სააკააშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, მას დახმარება ოპერატიულად გაუწიეს და მდგომარეობა სტაბილურია. უწყებაში ადასტურებენ, რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, რის გამოც მე-12 ციხის ექიმების დახმარება დასჭირდა. „მსჯავრდებულს მყისიერად გაეწია პირველადი დახმარება პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მიერ. საქართველოს მესამე პრეზიდენტს ჩაუტარდა ყველა შესაბამისი სამედიცინო მანიპულაცია (მათ შორის რენტგენოგრაფია), თუმცა კვლევის შედეგად დაზიანება არ დაფიქსირებულა“ – ასეთია განცხადება. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან გონება დაკარგა, წაიქცა და დაზიანება მიიღო. The post „სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია“ – რა მოხდა ციხეში?! appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური