ისრაელმა სიკვდილით დასჯა დააკანონა — Cnoba
ისრაელმა სიკვდილით დასჯა დააკანონა. ქნესეთმა დაამტკიცა კანონი, რომლის მიხედვითაც სიკვდილით დაისჯება ტერორისტი, რომელმაც თავდასხმის დროს განზრახ მოკლა ისრაელის მოქალაქე. განაჩენი, ჩამოხრჩობის მეთოდით, სისრულეში მოვა გადაწყვეტილების მიღებიდან 90 დღის ვადაში. მოსამართლეს ექნება უფლება, არჩევანი გააკეთოს სიკვდილით დასჯასა და სამუდამო პატიმრობას შორის, თუმცა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრებთათვის გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ სიკვდილით დასჯა. საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივა ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის, ბენ-გვირის პარტიას ეკუთვნის, მას მხარი პრემიერ-მინისტრმა დაუჭირა. კენჭისყრას საკანონმდებლო ორგანოში წინ 12-საათიანი დებატები უძღოდა. კანონი ქნესეთმა დაამტკიცა 62 ხმით. წინააღმდეგი იყო 48, თავი მხოლოდ ერთმა დეპუტატმა შეიკავა. The post ისრაელმა სიკვდილით დასჯა დააკანონა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.