ირანმა არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაის პორტში ნავთობით დატვირთული ქუვეითის ტანკერი ალ-სალმი დაბომბა. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.
ქუვეითის ნავთობის კორპორაციის განცხადებით, დაბომბვის შედეგად გემზე, რომელიც 2 მილიარდ ბარელ ნავთობს იტევს, ხანძარი გაჩნდა. არსებობს ზღვაში ნავთობის დაღვრის საშიშროება. ნავთობის დაღვრამ, შესაძლოა, ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს.
ადგილზე მობილიზებულნი არიან დუბაის სახანძრო-სამაშველოს სამსახურის წარმომადგენლები. ისინი ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ.
ინციდენტის დროს ტანკერზე ეკიპაჟის 24 წევრი იმყოფებოდა. ამ დროისთვის ისინი უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილნი.
The post ირანმა დუბაის პორტში ნავთობით დატვირთული ქუვეითის ტანკერი დაბომბა appeared first on გურია ნიუსი.