გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძის მშობლები იკითხებიან — Cnoba
თბილისის საქალაქო სასამართლოში გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი მოწმის, ნია იმნაძის მშობლები იკითხებიან. პროცესი სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. როგორც სხდომის დაწყებამდე საქმის პროკურორმა ქეთი სინიძემ „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, აღნიშნული მოწმეები დაცვის მხარის მიერ არიან გამოძახებული. შესაბამისად, პროკურატურას მოლოდინი არ აქვს, რომ ისინი სასამართლოს ობიექტურ ინფორმაციას მიაწვდიან, ვინაიდან სონიძის თქმით, გამოძიების ეტაპზე მათ მიერ გაჟღერებული ინფორმაცია საქმის სხვა მტკიცებულებებთან არსებით წინააღმდეგობაში მოდის. პროკურორის თქმით, მოწმემ უნდა ისაუბროს, გიგა ავალიანი იჩენდა თუ არა, მოსწავლე ნია იმნაძის მიმართ „ზედმეტ ყურადღებას”, რაც სცილდებოდა პედაგოგიური ეთიკის ნორმებს. ცნობისთვის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ალექსანდრე გაბაშვილს, გიორგი… The post გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძის მშობლები იკითხებიან appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.