როგორ იმოქმედებს ელექტროენერგიის გაძვირება პურზე — Cnoba
„ადრეც ვთქვი, რომ პურის ცხობა მიმდინარეობს ბუნებრივ აირზე, ამიტომ ელექტროენერგიის ფასის მატება პურის ფასზე არ იმოქმედებს“, – ამის შესახებ “საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის” თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. „რა თქმა უნდა, ნებისმიერი ფასის ცვლილება თვითღირებულებაზე აისახება, მაგრამ ის ძირითადი პროდუქტები, რისგანაც ჩვენთან ცხვება პროდუქცია, ეს არის ბუნებრივი აირი. ბუნებრივ აირზე ფასის უმნიშვნელო ცვლილებაა, რაც შეეხება 5-თეთრიან ცვლილებას ელექტროენერგიაზე, ესეც ჯერჯერობით ვერ აისახება პურზე იმიტომ, რომ პურის მასიური პროდუქცია, ეს არის 500-გრამიანი ეგრეთ წოდებული პირველი ხარისხის პური და მისი ღირებულება რაც არის – 1.10, 1,20 და 1.30 არ შეიცვლება და… The post როგორ იმოქმედებს ელექტროენერგიის გაძვირება პურზე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.