საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსამდე მოიმატებს, თუმცა სითბო დიდხანს არ შენარჩუნდება — სინოპტიკოსების პროგნოზით, 1-ელი აპრილიდან ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი, 2 აპრილის დღის ბოლოდან კი გამოდარებას ისევ წვიმა, ელჭექი და არამდგრადი ამინდი შეცვლის.
“1 აპრილის ღამიდან უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ხვალ დღის მეორე ნახევრამდე ცალკეულ რაიონებში შესაძლოა გაწვიმდეს, მაგრამ ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს +20 გრადუსამდე დაბლობსა და ვაკე რაიონებში. საქართველს მთელ ტერიტორიაზე შენარჩუნდება უნალექო ამინდი, ტემპერატურის მომატება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში შეიძლება მაქსიმალურმა ტემპერატურამ მიაღწიოს +24 გრადუსს. ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +22 გრადუსამდე ბარში.
შესაბამისად მოიმატებს დღის ტემპერატურა მთიან რაიონებში. ღამის საათებში ცალკეულ რეგიონებში, მთიან და მაღალმთიან რაიონებში მინიმალური ტემპერატურა იყოს -2 გრადუსი.
2 აპრილის დღის ბოლოდან საქართველოს უმეტეს რაიონში ამინდი გაფუჭდება. იწვიმებს, ზოგან შესალძლოა აღინიშნოს ელჭექი, არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება კვირის ბოლომდე”,_ განუცხადა “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ.
The post როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში? appeared first on გურია ნიუსი.