თბილისში ბინის ქირისა და ყიდვის ფასი გაიზარდა — Cnoba
თებერვალში თბილისში ბინის ქირისა და ყიდვის ფასი გაიზარდა. კვლევას Galt & Taggart აქვეყნებს, რომელმაც თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე მიმდინარე ტენდენციები მიმოიხილა. კვლევაში აღნიშნულია, რომ 2026 წლის თებერვალში მოთხოვნა მაღალ დონეზე შენარჩუნდა, ასევე გაყიდვები გაიზარდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე. გაიზარდა გასაყიდი ბინის ფასი და კვადრატულზე 1 398 დოლარი შეადგინა, გაძვირებულია ქირაც – კვადრატული მეტრის საშუალო ფასი 10.1 დოლარია. 2025 წლის თებერვალთან შედარებით გასაყიდი ბინის კვადრატულის ფასი 6%-ით, ქირა კი 5%-ით არის გაძვირებული. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში, გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,822 შეადგინა. მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 19.2%-ით გაიზარდა… The post თბილისში ბინის ქირისა და ყიდვის ფასი გაიზარდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.