მაკრონის ოფისი ტრამპის კრიტიკის გამო გაკვირვებულია — Cnoba
საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისი აცხადებს, რომ „გაკვირვებულია“ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კრიტიკით, რომელიც საფრანგეთის მიერ თავის ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავებისთვის აკრძალვის დაწესებას მოჰყვა. „ჩვენ გაკვირვებული ვართ ამ ტვიტით. საფრანგეთმა კონფლიქტის პირველივე დღიდან არ შეცვალა თავისი პოზიცია და ჩვენ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ადმინისტრაციამ. ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საფრანგეთი არ უშვებდა ისრაელისკენ მიმავალ სამხედრო მარაგით დატვირთულ თვითმფრინავებს საფრანგეთის ტერიტორიის თავზე. „საფრანგეთი უკიდურესად უსარგებლო იყო „ირანის ჯალათის“ წინააღმდეგ დახმარების კუთხით, რომელიც წარმატებით განადგურდა! აშშ დაიმახსოვრებს!!!“ – დაწერა ტრამპმა. The post მაკრონის ოფისი ტრამპის კრიტიკის გამო გაკვირვებულია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.