2025 წელს კახა კალაძემ მანქანების გაყიდვიდან შემოსავლის სახით მიიღო $494,900 და €110,750 – ,,მონიტორი” — Cnoba

Alia სიახლე 31 Mar 2026, 18:12

კახა კალაძემ 2025 წელს 294 900 დოლარისა და 135 313 ევროს ღირებულების 4 ავტომანქანა იყიდა, ამავე წელს კი ოთხივე მანქანა გაყიდა, ასევე გაყიდა 2024 წელს შეძენილი MERCEDES-BENZ AMG, – ამის შესახებ სტუდია “მონიტორი“ წერს: 🚗🚗 კახა კალაძემ 2025 წელს $294,900 და €135,313 ღირებულების 4 ავტომანქანა იყიდა, რომლებიც მალევე გაყიდა 🚗🚗 💰 200,000 აშშ დოლარად ნაყიდი […] The post 2025 წელს კახა კალაძემ მანქანების გაყიდვიდან შემოსავლის სახით მიიღო $494,900 და €110,750 – ,,მონიტორი” appeared first on .

კახა კალაძემ 2025 წელს 294 900 დოლარისა და 135 313 ევროს ღირებულების 4 ავტომანქანა იყიდა, ამავე წელს კი ოთხივე მანქანა გაყიდა, ასევე გაყიდა 2024 წელს შეძენილი MERCEDES-BENZ AMG, – ამის შესახებ სტუდია “მონიტორი“ წერს:

🚗🚗 კახა კალაძემ 2025 წელს $294,900 და €135,313 ღირებულების 4 ავტომანქანა იყიდა, რომლებიც მალევე გაყიდა 🚗🚗

💰 200,000 აშშ დოლარად ნაყიდი FERRARI 296 GTB დედაქალაქის მერმა ყიდვიდან 20 დღეში იმავე ფასად გაყიდა;

💰94,900 დოლარად შეძენილი LAND ROVER DEFENDER კი ყიდვიდან 10 დღეში გაასხვისა, ასევე, იმავე ფასად;

💶 41,750 ევროდ ნაყიდი MINI JCW კალაძემ ყიდვიდან 4 თვეში გაყიდა 36,750 ევროდ;

💶 93,563 ევროდ ნაყიდი BMW M4 მერის ცოლმა ყიდვიდან 11 თვეში 74,000 ევროდ გაყიდა.

💰 კიდევ ერთი მანქანა – MERCEDES-BENZ AMG კალაძემ 2024 წლის სექტემბერში იყიდა 150,000 აშშ დოლარად; ყიდვიდან 6 თვეში კი ეს მანქანა მან 200,000 აშშ დოლარად გაყიდა.

🚗💰მთლიანობაში, 2025 წელს თბილისის მერმა მანქანების გაყიდვიდან შემოსავლის სახით მიიღო $494,900 და €110,750.

The post 2025 წელს კახა კალაძემ მანქანების გაყიდვიდან შემოსავლის სახით მიიღო $494,900 და €110,750 – ,,მონიტორი” appeared first on .


რელევანტური