„ყოველი წვიმის დროს ამ სოფელში გადაადგილება ჭირს“ _ მშვიდობაურელთა გასაჭირი — Cnoba

GuriaNews სიახლე 01 Apr 2026, 06:43

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ მშვიდობაურის მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფლის ცენტრალური გზის ასფალტირებას ითხოვს. სოფლის მცხოვრებლების ერთმა ნაწილმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან 17 თებერვალს აქცია გამართეს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, პაატა კუნჭულიამ და მისმა მოადგილეებმა სოფელ მშვიდობაურში, სოფლის პროგრამის მხარდაჭერ შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრეს ამ საკითხზე. „სოფლის მცხოვრებლების ერთ ნაწილს კლუბის გაკეთება უნდა. კლუბიც საჭიროა სოფელში, მაგრამ თუ უგზოობის პრობლემა […] The post „ყოველი წვიმის დროს ამ სოფელში გადაადგილება ჭირს“ _ მშვიდობაურელთა გასაჭირი appeared first on გურია ნიუსი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ მშვიდობაურის მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფლის ცენტრალური გზის ასფალტირებას ითხოვს. სოფლის მცხოვრებლების ერთმა ნაწილმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან 17 თებერვალს აქცია გამართეს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, პაატა კუნჭულიამ და მისმა მოადგილეებმა სოფელ მშვიდობაურში, სოფლის პროგრამის მხარდაჭერ შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრეს ამ საკითხზე.

სოფლის მცხოვრებლების ერთ ნაწილს კლუბის გაკეთება უნდა. კლუბიც საჭიროა სოფელში, მაგრამ თუ უგზოობის პრობლემა არ გადაიჭრა, არაფერი გამოვა, _ ითქვა მერიასთან  გამართულ აქციაზე.

სოფელ მშვიდობაურის მოსახლეობის წარმომადგენლები ჩვენთან საუბრისას გზის ასფალტირების აუცილებლობაზე საუბრობენ.

ვიდრე მშვიდობაურის, „ოროკი უბნის მცხოვრელებს ჩავწერდით, გზაზე ერთ-ერთი ადგილობრივი შეხვდა, რომელმაც სახელი და გვარის დასახელებისგან თავი შეიკავა:

“თუ რამე გაკეთდება მივესალმები. მეტი თქმის უფლება არ მაქვს. თქვენც კარგად ხედავთ რა მდგომარეობა არის სოფელში“.

გივი ახალაძე, სოფელ მშვიდობაურში მცხოვრები: ყოველი წვიმის დროს ამ სოფელში გადაადგილება ჭირს. წვიმის დროს ისეთი მდგომარეობა არის ბავშვები „ვალინკებით“ ძლივს მიდიან სკოლაში.  კომუნისტების პერიოდის შემდეგ ეს გზა არ გაკეთებულა და იქნებ როდესმე დაინტერესდეს ჩვენი პრობლემებით ადამიანების ის ჯგუფი, რომელსაც აბარია ამ ქვეყნის ბედი.

გელა დვალიშვილი, სოფელ მშვიდობაურში მცხოვრები: ძალიან, ავარიული მდგომარეობა არის. დიდი სურვილი გვაქვს ამ საკითხით დროულად დაინტერესდნენ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები.

რაც შეეხება სოფლის მხარდამჭერ პროგრამას, წელს სოფლის უბნებში მოხდება რკინა-ბეტონის საფარით შიდა გზების მოწყობა.

თემურ მურვანიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელი „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ სოფელ მშვიდობაურის ცენტრალური გზის პროექტი მზად არის.

„გზის საკითხზე იყო საუბარი სოფელ მშვიდობაურში გამართულ სოფლის კრებაზე. ერთი შემიძლიათ გითხრათ, რომ ცენტრალური გზის პროექტი უკვე არსებობს. ამ ეტაპზე კონკრეტულად არ შეგვიძლია გითხრათ, როდის მოხდება ამ გზის ასფალტირება“, _ გვითხრა თემურ მურვანიძემ.

The post „ყოველი წვიმის დროს ამ სოფელში გადაადგილება ჭირს“ _ მშვიდობაურელთა გასაჭირი appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური