ქართული კულტურისა და ფოლკლორის მოამაგის, ანსამბლ რუსთავის დამფუძნებლის, საზოგადო მოღვაწის, ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა.
მშობლიურ ქალაქში გაიხსენეს ანზორ ერქომაიშვილი და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
ოზურგეთში ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის ცენტრთან არსებულ სტელასთან სასულიერო პირები, რიგითი მოქალაქეები, ფოლკლორის ცენტრის აღსაზრდელები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ყვავილებით შეამკეს და მისი სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ.
შესრულდა არაერთი გალობა და ანზორ ერქომაიშვილის შემოქმედებიდან გამორჩეული სიმღერები, რომელიც სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა შეასრულეს.
The post ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა appeared first on გურია ნიუსი.