საია- სტრასბურგის სასამართლომ “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე” საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო — Cnoba

ტვ ოდიში სიახლე 01 Apr 2026, 07:49

სტრასბურგის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე” (FARA) საიას და მედია ორგანიზაციების საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო და სახელმწიფოს შეკითხვები გამოუგზავნა. შესაბამის ინფორმაციას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს. საიას თავმჯდომარე, თამარ ონიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ 1-ელ აპრილს საია საზოგადოებას მეტ დეტალს მიაწვდიან საქმის არსის და ევროპული სასამართლოს მიერ დასმული შეკითხვების შესახებ. „ზუსტად ერთი წლის […] The post საია- სტრასბურგის სასამართლომ “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე” საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო appeared first on ODISHINEWS.

სტრასბურგის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე” (FARA) საიას და მედია ორგანიზაციების საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო და სახელმწიფოს შეკითხვები გამოუგზავნა.

შესაბამის ინფორმაციას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს.

საიას თავმჯდომარე, თამარ ონიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ 1-ელ აპრილს საია საზოგადოებას მეტ დეტალს მიაწვდიან საქმის არსის და ევროპული სასამართლოს მიერ დასმული შეკითხვების შესახებ.

„ზუსტად ერთი წლის წინ, 2025 წლის 1 აპრილს, მიიღეს კიდევ ერთი კანონი (FARA), რომელიც სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების, უფლებადამცველების შევიწროების იარაღად არის გამიზნული ქართულ რეალობაში.

მათ შორის, სწორედ ამ ცვლილებებმა დააინიციირა სისხლისსამართლებრივი დევნის შესაძლებლობა ამ კონტექსტში პირველად.

1 წლის თავზე სტრასბურგის სასამართლო ამ საქმის განხილვას იწყებს.

2026 წლის პირველ აპრილს, საზოგადოებას მივაწოდებთ მეტ დეტალს ამ საქმის არსის, და ევროპული სასამართლოს მიერ დასმული შეკითხვების შესახებ“, – წერს ონიანი.

The post საია- სტრასბურგის სასამართლომ “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე” საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო appeared first on ODISHINEWS.


რელევანტური