სახალხო დამცველმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიში წარადგინა — Cnoba
საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. დოკუმენტი ქვეყანაში 2025 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობას ასახავს. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ანგარიშში ის ტენდენციები და გამოწვევებია გამოკვეთილი, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან დროულ რეაგირებას საჭიროებს. ასევე, აღნიშნულია ბოლო პერიოდში მიღწეული გარკვეული პროგრესი. ანგარიშში ზედმიწევნით არის განხილული 2025 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ხელს უშლის ქვეყანაში ადამიანის უფლებების სათანადოდ დაცვას. “დოკუმენტში საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებთა უფლებრივ მდგომარეობაზე, საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენელთა დაუსჯელობით წახალისებულ უკანონო დაკავებებზე და პატიმრობაზე, ე.წ. ბორდერიზაციაზე, საკუთრების უფლების დარღვევებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობაზე,… The post სახალხო დამცველმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიში წარადგინა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MT…