“დაწერეთ, მასწავლეთ ჭკუა და ზრდილობა” _ ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებებს ეხმაურება — Cnoba

GuriaNews სიახლე 01 Apr 2026, 08:54

გარდენია შევარდნაძის დამფუძნებელი ზურა შევარდნაძე, სოციალურ ქსელში ბოლო გავრცელებულ მის მიმართ გავრცელებულ უარყოფით შეფასებებს ეხმაურება. “დაწერეთ მეგობრებო, დაწერეთ.. მზად ვარ ლანძღვის, შეურაცყოფის, გინების, წყევლის ასატანად. იმდენი სიყვარული მიმიღია ადამიანებისგან, ერთ კაცს კიარა ასს ეყოფა ცხოვრების ბოლომდე აწი რომ ერთი საქებარი სიტყვაც აღარ გავიგონო აღარასოდეს. თუ კი გეწყიინათ, შეგშურდათ, შეგეხარბათ, არ მოგეწონათ, არ გესიამოვნათ, არ გეამათ, […] The post “დაწერეთ, მასწავლეთ ჭკუა და ზრდილობა” _ ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებებს ეხმაურება appeared first on გურია ნიუსი.

გარდენია შევარდნაძის დამფუძნებელი ზურა შევარდნაძე, სოციალურ ქსელში ბოლო გავრცელებულ მის მიმართ გავრცელებულ უარყოფით შეფასებებს ეხმაურება.

“დაწერეთ მეგობრებო, დაწერეთ..

მზად ვარ ლანძღვის, შეურაცყოფის, გინების, წყევლის ასატანად.

იმდენი სიყვარული მიმიღია ადამიანებისგან, ერთ კაცს კიარა ასს ეყოფა ცხოვრების ბოლომდე აწი რომ ერთი საქებარი სიტყვაც აღარ გავიგონო აღარასოდეს.

თუ კი გეწყიინათ, შეგშურდათ, შეგეხარბათ, არ მოგეწონათ, არ გესიამოვნათ, არ გეამათ, გეძვირათ, გეზედმეტათ, დაწერეთ დაწერეთ, ამოთქვით ცოტა მოგეშვებათ და უკეთ გახდებით. არც ერთ კომენტარს არ წავშლით, ესეც ისტორიაა. დაწერეთ, დამარიგეთ ვის ბოდიში მოვუხადო და ვის მადლობა გადავუხადო, დაწერეთ, მასწავლეთ ჭკუა და ზრდილობა….

გაზაფხულია, ნეტა კი მეცალოს დასაჯდომად და სანერვიულოდ, გაზაფხულია, გაზაფხულია საჩვენო ამინდია..

სპეც ოპერაცია “მადონა” რომ მორჩება ამაზე თუ მოისურვებთ მერე გიამბობთ. ახლა შრომის დროა, გაზაფხულია.

დაწერეთ, დაწერეთ…” _ წერს გარდენია შევარდნაძის დამფუძნებელი.

The post “დაწერეთ, მასწავლეთ ჭკუა და ზრდილობა” _ ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებებს ეხმაურება appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური