აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ ირანი მას ცეცხლის შეწყვეტას სთხოვს.
„ირანის ახალი რეჟიმის პრეზიდენტმა, რომელიც ნაკლებად რადიკალური და წინამორბედებზე ბევრად უფრო ჭკვიანია, მოგვმართა თხოვნით, რომ შევწყვიტოთ ცეცხლი.
ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს, როცა ჰორმუზის სრუტე გაიხსნება და გახდება უსაფრთხო. მანამდე ჩვენ გავაგრძელებთ ირანის განადგურებას ანუ, როგორ იტყვიან, გადავაგდებთ მას ქვის ხანაში“, _ დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში Truth Social.
ტრამპს არ დაუზუსტებია, ვის გულისხმობდა, ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზექშიანს და უმაღლეს ლიდერ ჰამენეის კი ეს განცხადება არ დაუდასტურებიათ _ პირიქით, სააგენტო Al Jazeera ანონიმ ირანელ ჩინოვნიკზე დაყრდნობით იუწყება, რომ თეირანს ცეცხლის შეწყვეტა არ უთხოვია.
The post ტრამპი _ ამბობს, ირანი _ უარყოფს appeared first on გურია ნიუსი.