“მარკო რუბიოს სატელეფონო ზარი დამაიმედებელია”- კალაძე — Cnoba
თბილისის მერმა, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მარკო რუბიოს სატელეფონო ზარი დამაიმედებელია. მისი თქმით, მნიშვნელოვანია აშშ-სთან არამხოლოდ უბრალოდ ურთიერთობები, არამედ სტრატეგიული პარტნიორობა. “არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის აშშ-სთან არამხოლოდ უბრალოდ ურთიერთობები, არამედ სტრატეგიული პარტნიორობა. მნიშვნელოვანია, ასევე, ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყება, რადგან წინა ადმინისტრაციის პირობებში საქართველოსთან მიმართებით იყო მტრული დამოკიდებულება, რომელიც დაფუძნებული იყო მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეზე, ბოროტებაზე, არასწორ ინფორმაციაზე, შანტაჟსა და მუქარაზე, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის. “მარკო რუბიოს სატელეფონო ზარი, ასევე მისი, ჩვენი პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა დამაიმედებელია, რომ… The post “მარკო რუბიოს სატელეფონო ზარი დამაიმედებელია”- კალაძე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.