სააგენტო "პარალელი"
“ყველა ძაღლი, ახლა ქუჩის ჯოჯოხეთში რომ იტანჯება, უპასუხისმგებლო ადამიანის პასუხისმგებლობაა” – გიორგი კეკელიძე
არა მარტო მიუსაფარ, ასევე მიკედლებულ ძაღლებთან დაკავშირებით უმძიმესი ინფორმაციები გავრცელდა, რამაც საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. შექმილ რეალობას, სოციალურ ქსელში, ემოციური პოსტით გამოეხმაურა ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე, ბიბლუსის შემოქმედებითი დირექტორი, გიორგი კეკელიძე:
“გახსოვდეთ:
ყველა ძაღლი, ახლა ქუჩის ჯოჯოხეთში რომ იტანჯება, უპასუხისმგებლო ადამიანის პასუხისმგებლობაა.
იმ ადამიანის უპასუხისმგებლობისთვის, დანარჩენმა უნდა ვაგოთ პასუხი, თუ ოდნავ იმაზე მეტი გვინდა ვიყოთ, ვიდრე ვართ.
დიახ, ჩვენ ადამიანებმა და არა ისევ ცხოველებმა.
ადამიანი, ვინც ძაღლის ნაცვლად ადამიანის დახმარებისკენ მოგიწოდებს, არასდროს დახმარებია სხვა ადამიანს. პირიქით – ხშირად გვინახავს. ერთის კეთება მეორეს არ აუქმებს.
არავინაა ,,ძაღლმადიდებელი”. აქაც პირიქით – ყველა ცოცხალი არსებისთვის ხელის გაწვდით ადამიანს ადიდებ საკუთარ თავში და ადამიანში ღვთიურს.
და ბოლოს – მშრალი განცხადებით მშრალზე ვერავინ გავა. ვერ იცხოვრებს ერთად ეს ორი ,,მშრალი”. უხერხული და უსიამოვნო ტავტოლოგიაა“, – წერს გიორგი კეკელიძე.
“ყველა ძაღლი, ახლა ქუჩის ჯოჯოხეთში რომ იტანჯება, უპასუხისმგებლო ადამიანის პასუხისმგებლობაა” – გიორგი კეკელიძე
პარალელი