ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს, სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანმა ახსნა სომხეთის ОДКБ-ში არმონაწილეობა და ნათლად განაცხადა, რომ ქვეყანა ევროკავშირთან დაახლოებისკენ მიისწრაფვის, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას თავის მოქალაქეებს მიანდებს, _ იუწყება theins.ru.
1 აპრილს ფაშინიანმა კრემლში პუტინთან მოლაპარაკებები გამართა. შეხვედრაზე მან სომხეთის ОДКБ -ში მონაწილეობის შეჩერება ორგანიზაციის მიერ 2022 წელს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობით ახსნა, როდესაც აზერბაიჯანმა კონტროლი დაამყარა იმ ტერიტორიაზე, რომელიც მაშინ სომხებით იყო დასახლებული და აიძულა ისინი, სასწრაფო ევაკუაცია მოეხდინათ.
ფაშინიანმა განაცხადა, რომ „ვერ აუხსნის საკუთარ ხალხს, თუ რატომ არ მიიღო შესაბამისი ზომები ОДКБ-მ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის მიუხედავად“.
პუტინმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც სომხეთმა 2022 წელს პრაღაში დე-ფაქტო ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად აღიარა, ОДКБ-ს ჩარევა „არასწორი“ იქნებოდა.
ერევნის ევროპული კურსი ცალკე თემა იყო. პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მშვიდად უყურებს სომხეთ-ევროპის ურთიერთობების განვითარებას მიმართ, თუმცა დაჟინებით მოითხოვა, რომ ყველაფერი წინასწარ უნდა შეთანხმდეს, რადგან ევროკავშირისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის საბაჟო კავშირებში ერთდროული წევრობა „შეუძლებელია“.
ფაშინიანმა უპასუხა, რომ აღიარა ორი კავშირის შეუთავსებლობა და თქვა, რომ როდესაც არჩევანის დრო დადგება, გადაწყვეტილებას ქვეყნის მოქალაქეები მიიღებენ.
The post ფაშინიანმა აუხსნა პუტინს, რომ სომხეთი ევროკავშირთან დაახლოებისკენ ისწრაფვის appeared first on გურია ნიუსი.