რა შემთხვევაში შეუჩერდებათ მეწარმე სუბიექტებს რეგისტრაცია — Cnoba

Knews სიახლე 02 Apr 2026, 06:40

knews.ge რა შემთხვევაში შეუჩერდებათ მეწარმე სუბიექტებს რეგისტრაცია ამოიწურა ვადა, რომლის ფარგლებშიც ბიზნესსუბიექტებს საკუთარი სარეგისტრაციო მონაცემები ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში უნდა მოეყვანათ. როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური The post რა შემთხვევაში შეუჩერდებათ მეწარმე სუბიექტებს რეგისტრაცია appeared first on knews.ge.

knews.ge
რა შემთხვევაში შეუჩერდებათ მეწარმე სუბიექტებს რეგისტრაცია

ამოიწურა ვადა, რომლის ფარგლებშიც ბიზნესსუბიექტებს საკუთარი სარეგისტრაციო მონაცემები ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში უნდა მოეყვანათ.

როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ გადასახადის გადამხდელებმა, 2026 წლის 1 აპრილამდე არ უზრუნველყვეს სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამისობაში მოყვანა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მათ რეგისტრაციას შეუჩერებს. რაც გულისხმობს საწარმოს/ფილიალის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების (როგორც საბაჟო, ასევე საგადასახადო უფლებამოსილების) შესაბამისად, საგადასახადო ოპერაციებში მონაწილეობის შეზღუდვას.

როგორც უწყება განმარტავს, ბიზნესსუბიექტებს შეზღუდვა მოეხსნება და საწარმოს რეგისტრაცია აღუდგება მხოლოდ მას შემდეგ, რაც საწარმო შეასრულებს კანონით განსაზღვრულ ვალდებულებას, კერძოდ, უზრუნველყოფს სარეგისტრაციო მონაცემების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.

აღნიშნულ საკითხზე რეგისტრაცია შეჩერებულმა პირებმა უნდა მიმართონ საქართველოს იუსტიციის სახლებს.

“დროული ინფორმირების მიზნით, 270 ათასზე მეტ მეწარმე სუბიექტს, რეგისტრაციის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის შეტყობინება, წინსწრებით გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ ავტორიზებულ გვერდზე, ხოლო მიმდინარე წლის 1-ლი აპრილიდან მათ სავალდებულო შეტყობინებების ველში გამოუჩნდებათ შემდეგი შეტყობინება – ,,არ აქვს გავლილი რეგისტრაცია“, – აღნიშნავენ შემოსავლების სამსახურში.

The post რა შემთხვევაში შეუჩერდებათ მეწარმე სუბიექტებს რეგისტრაცია appeared first on knews.ge.


რელევანტური