ბაღდათში, მაშველებმა მდინარეში ქალის ცხედარი იპოვეს — Cnoba

MegaTV სიახლე 02 Apr 2026, 07:05

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითში, მაშველებმა ქალის ცხედარი იპოვეს. ცხედარი მდინარიდან უკვე ამოასვენეს. არსებული ინფორმაციით, სოფელ დიმში მცხოვრები, დაახლოებით, 50 წლამდე ასაკის ქალი ხიდიდან მდინარე ხანისწყალში გადახტა და დაიღუპა. სოფელში მერის წარმოადგენელის, დავით კოხოძის თქმით, მაშველების მიერ ნაპოვნი ქალის ცხედარი ცოტა ხნის წინ ექსპერტიზაზე გადაასვენეს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითში, მაშველებმა ქალის ცხედარი იპოვეს. ცხედარი მდინარიდან უკვე ამოასვენეს.

არსებული ინფორმაციით, სოფელ დიმში მცხოვრები, დაახლოებით, 50 წლამდე ასაკის ქალი ხიდიდან მდინარე ხანისწყალში გადახტა და დაიღუპა.

სოფელში მერის წარმოადგენელის, დავით კოხოძის თქმით, მაშველების მიერ ნაპოვნი ქალის ცხედარი ცოტა ხნის წინ ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.


რელევანტური