თელავში 45 წლის კაცს სასტიკად გაუსწორდნენ – დაშავებული რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზეა — Cnoba
თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუშეტში 45 წლის მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს დაზიანებები ბლაგვი საგნით, თავის არეში აქვს მიყენებული. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმების შეფასებით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ მხარეებს შორის დაპირისპირება გვიან ღამით მოხდა. ინციდენტი წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირდება. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. The post თელავში 45 წლის კაცს სასტიკად გაუსწორდნენ – დაშავებული რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზეა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.