ცხოველთადამცველები სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას ითხოვენ — Cnoba

ტვ ოდიში სიახლე 02 Apr 2026, 09:33

“ჩვენ ვითხოვთ სტერილიზაციის კამპანიის სრულად ჩატარებას და სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას. 2025 წელს საქართველოში დაიწყო საქართველოში მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია კასტრაციის საპილოტო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სტერილიზაციისთვის გადაყვანილი ცხოველების უმრავლესობა უკან აღარ დაბრუნებულა. ასევე ხშირად მიჰყავთ უკვე სტერილიზებული საჭდიანი ცხოველებიც. ამ ფაქტებს ადასტურებენ მოქალაქეები სხვადასხვა რეგიონებიდანაც მთელი საქართველოსვე მასშტაბით. გვაქვს შემთხვევები წავკისშიც და თბილისშიც, მათ […] The post ცხოველთადამცველები სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას ითხოვენ appeared first on ODISHINEWS.

“ჩვენ ვითხოვთ სტერილიზაციის კამპანიის სრულად ჩატარებას და სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას.
2025 წელს საქართველოში დაიწყო საქართველოში მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია კასტრაციის საპილოტო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სტერილიზაციისთვის გადაყვანილი ცხოველების უმრავლესობა უკან აღარ დაბრუნებულა. ასევე ხშირად მიჰყავთ უკვე სტერილიზებული საჭდიანი ცხოველებიც. ამ ფაქტებს ადასტურებენ მოქალაქეები სხვადასხვა რეგიონებიდანაც მთელი საქართველოსვე მასშტაბით.
გვაქვს შემთხვევები წავკისშიც და თბილისშიც, მათ შორის ფონიჭალაშიც მიუხედავად იმისა, რომ თბილისს ეს საპილოტო პროგრამა არ ეხება, ბოლო პერიოდში ვირუსულად გავრცელდა კადრები ზუგდიდიდანაც, სადაც ადგილობრივმა მოქალაქემ, სალომე ფარცვანიამ შეძლო და გადაიღო ვიდეო-ფოტო მასალები, სადაც სავარაუდოდ, მისი მიკედლებული ძაღლიც წაიყვანეს და ნათლად ჩანს ამ ფოტომასალაში სტერილიზაციის გადაყვანილ ცხოველებს უკვე უკეთიათ საჭედები, თუმცა ცხოველები მაინც წაიყვანეს.
სურსათის ეროვნულმა სააგენტო საჯაროდ ავრცელებს ცრუ ინფორმაციას და ამბობს, რომ აღნიშნული ძაღლები გადაყვანილები არიან მანიპულაციებისთვის ქუთაისში და რომ ისინი დაბრუნდებიან უკან. სინამდვილეში კი ფარცვანიასთან პირად საუბრებში ასევე რამდენიმე სხვა დაინტერესებულ პირთან: ვეტერინარებთან, ორგანიზაციების წარმომადგენლებთან პირად საუბრებში აღნიშნეს, რომ ცხოველების უმეტესობა უკან აღარ დაბრუნდება. თუ სად მიჰყავთ ცხოველები ამაზე მათი პასუხი გახლავთ – ბუნებაში გავუშვით. ნებისმიერ შემთხვევაში, გასტერილებული ცხოველების სხვა ტერიტორიებზე გადასახლება და მით უმეტეს მათი დაუსახლებელ ტერიტორიებზე დატოვება არის ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, არაჰუმანური აქტი, სრულიად ეწინააღმდეგება შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ საქართველოს კანონის მეოთხე მუხლის, რომელიც 2025 წლის ივლისში თავადვე მიიღო ქართულმა ოცნებამ. გუშინ ზუგდიდელი ძაღლების ნაწილი მართლაც დააბრუნეს. ზუგდიდელი აქტივისტები დილის 7 საათიდან პატრულირებენ ქუთაისის თავშესაფართან, რომ ენახათ სად წაიყვანდნენ ძაღლებს. დაახლოებით 28 ძაღლი ჩამოსვეს სრულიად უკაცრიელ ტერიტორიაზე, სადაც მხოლოდ 1 მანქანაა და არის ავტომაგისტრალი” – აცხადებენ ცხოველთა უფლებადამცველები.

The post ცხოველთადამცველები სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას ითხოვენ appeared first on ODISHINEWS.


რელევანტური