სუსის მტკიცებით, დაადგინეს რა სქემით იპარავდნენ მილიონებს მერიის უფასო სასადილოებიდან და დაკავებულია სამეწარმეო სუბიექტისა და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიების 4 დირექტორი და 1 თანამშრომელი.
სუსის მტკიცებით, 2023-2026 წლებში შპს „Aladashvili & co“-სა და ქ. თბილისის ისნის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების გამგეობებს შორის გაფორმდა, ჯამში, 12 ხელშეკრულება, რომლებიც შეეხებოდა ღატაკი მოქალაქეებისთვის უფასო სასადილოებით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას, საერთო ღირებულებით – 26 513 573 ლარი.
შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორმა 22 სასადილოდან ოთხი, გამგეობებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით, სამართავად გადასცა ქვეკონტრაქტორ კომპანიებს: შპს „გიდს“, შპს „ბადეს“ და შპს „ალიონს“.
სუსი აცხადებს, რომ შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორი, აღნიშნულ კომპანიებთან ერთად, ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში, 2024, 2025, 2026 წლებში, ყოველდღიურად, 14 451-მდე ბენეფიციარს არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდა და არაჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს. კერძოდ, პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტების გაყალბების გზით, გამგეობებიდან მიღებული 18 909 104 ლარიდან თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – 3 529 000 ლარს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 25, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
სუსი არ ამბობს, 3 წლის მანძილზე, როგორ ვერ შეამჩნიეს აღნიშნული გამგეობის და მერიის თანამშრომლებმა, ვინ იყო კონტროლზე პასუხისმგებელი და რატომ არ კონტროლდებოდა, ან ცუდად კონტროლდებოდა ობიექტები? სუსი არც იმას ამბობს, იკვეთება, თუ არა, სახელმწიფოს, კონკრეტულად კი, გამგეობების და მერიის პასუხისმგებლობა, რადგან, წესით, კონტრაქტორი და ქვეკონტრაქტორი კი მერიასთან არიან პასუხისმგებელნი, მაგრამ ღატაკი ადამიანების გამოკვებაზე, სწორედ მერიაა პასუხისმგებელი და მას უნდა უზრუნველჰყო მათთვის შესაბამისი მომსახურების გაწევაც და ამ მომსახურების კონტროლიც.ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების ნაწილი და მედია უკვე არაერთი წელია საუბრობენ კორუფციაზე უფასო სასადილოებში, ისევე როგორც საუბრობენ იმაზე, რომ ის თანხაც კი, რაც გამოყოფილია, მოპარვის გარეშეც კი, არაა საკმარისი ადამიანების სრულფასოვნად გამოსაკვებად.
The post როგორ იპარავდნენ უფასო სასადილოებიდან ღატაკი ხალხის ლუკმას? – ვინ (არ) დააკავა სუსმა? appeared first on .