“ძარცვაც დაიწყეს… დედიკოს გამოგზავნილი მესამედ მოვიდა შეცვლილი” – რეზო კიკნაძე ციხიდან — Cnoba

Alia სიახლე 02 Apr 2026, 12:09

სინდისის პატიმარი, რეზო კიკნაძე ესენი ახალ-ახალ სიმაღლეებს იპყრობენ სიგიჟეში. ახლა წერილების გახსნა, კონვერტებში ძრომა და ძარცვაც დაიწყეს. ბლოკნოტი, რომელიც დედიკომ კონვერტით გამომიგზავნა, უკვე მესამედ მოვიდა შეცვლილი. სტაფილოსფერი, ცალხაზიანის ნაცვლად ჩადეს შავი, უჯრედებიანი – რაღაც ბანძობა. თან სულ ერთნაირებს დებენ. ალბათ რაღაც პარტია აქვთ ნაყიდი და გაძარცვულის შესაცვლელად იყენებენ. ცალხაზიანი მაინც ჩადეთ – უჯრედებიანზე რა ვწერო? […] The post “ძარცვაც დაიწყეს… დედიკოს გამოგზავნილი მესამედ მოვიდა შეცვლილი” – რეზო კიკნაძე ციხიდან appeared first on .

სინდისის პატიმარი, რეზო კიკნაძე
ესენი ახალ-ახალ სიმაღლეებს იპყრობენ სიგიჟეში. ახლა წერილების გახსნა, კონვერტებში ძრომა და ძარცვაც დაიწყეს. ბლოკნოტი, რომელიც დედიკომ კონვერტით გამომიგზავნა, უკვე მესამედ მოვიდა შეცვლილი. სტაფილოსფერი, ცალხაზიანის ნაცვლად ჩადეს შავი, უჯრედებიანი – რაღაც ბანძობა. თან სულ ერთნაირებს დებენ. ალბათ რაღაც პარტია აქვთ ნაყიდი და გაძარცვულის შესაცვლელად იყენებენ. ცალხაზიანი მაინც ჩადეთ – უჯრედებიანზე რა ვწერო?
თუ ეს ბლოკნოტი ჩემამდე არ მოდის, უკან მაინც დააბრუნეთ გამომგზავნთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ძარცვაა – აბა, რა არის?
მინდიასაც გამოუგზავნეს და ზუსტად იგივენაირით იყო შეცვლილი – შავყდიანით. ერთადერთი, რაც პატიმარს აცოცხლებს, წერილებია, და იქ ძრომიალს, ხელების ფათურს და მით უმეტეს ძარცვას ნუ დაიწყებთ, თუ შეიძლება.

ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. ქართული ოცნების იუსტიციის სამინისტროს კი, 2025 წლის აპრილიდან, პაატა სალია ხელმძღვანელობს.

The post “ძარცვაც დაიწყეს… დედიკოს გამოგზავნილი მესამედ მოვიდა შეცვლილი” – რეზო კიკნაძე ციხიდან appeared first on .


რელევანტური