მოლდოვის პარლამენტმა ქვეყნის დსთ-დან გასვლას დაუჭირა მხარი — Cnoba
მოლდოვის პარლამენტმა ქვეყნის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან (დსთ) გასვლა დაამტკიცა. კანონპროექტი თანამეგობრობაში ქვეყნის წევრობის შესახებ ძირითადი ხელშეკრულებების გაუქმების შესახებ მეორე, საბოლოო მოსმენით მიიღეს. გადაწყვეტილებას მხარი პარლამენტის 101 დეპუტატიდან 60-მა დაუჭირა. კანონპროექტების წინააღმდეგ ხმა მისცეს კომუნისტური და სოციალისტური პარტიების დეპუტატებმა. კომუნისტების ლიდერმა, ვლადიმერ ვორონინმა განაცხადა, რომ მოლდოვის დსთ-დან გასვლის გადაწყვეტილება არის „ტრაგედია ქვეყნისთვის, მისი ეკონომიკისთვის“ და რომ მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, „წარმოდგენაც კი არ აქვთ, რა მოჰყვება ამას“. მოლდოვამ დსთ-დან გასვლის პროცესი იანვარში დაიწყო. ეს გადაწყვეტილება უკვე მოიწონა ქვეყნის მთავრობამ. ახლა კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ მაია სანდუს გადაეცემა. მოლდოვის საგარეო საქმეთა… The post მოლდოვის პარლამენტმა ქვეყნის დსთ-დან გასვლას დაუჭირა მხარი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.