„ძაღლები ქუჩაში მაინც დააყენეთ, თუ სახლში არ აყენებთ“ — Cnoba

GuriaNews სიახლე 02 Apr 2026, 13:26

ცხოველთა კიდევ ერთი უფლებადამცველი, ნიკოლოზ რუსიეშვილი ძაღლების თემასთან დაკავშირებით, „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოაგვაროს ხელისუფლებამ. „შეუძლებელია ამ ყოველივეს უყურებდეს ცივილურად მოაზროვნე ადამიანი და რეაქცია არ ჰქონდეს. მთავრობამ დაიწყო მიუსაფარი ცხოველების “გენოციდი”. უნდათ ამ პრობლემის გადაჭრა მათი ქუჩებიდან მოპარვით, “ხრიოკ” ადგილებზე გადასმით ან დახოცვით. ალბათ მავანს უხარია კიდეც. […] The post „ძაღლები ქუჩაში მაინც დააყენეთ, თუ სახლში არ აყენებთ“ appeared first on გურია ნიუსი.

ცხოველთა კიდევ ერთი უფლებადამცველი, ნიკოლოზ რუსიეშვილი ძაღლების თემასთან დაკავშირებით, „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოაგვაროს ხელისუფლებამ.

„შეუძლებელია ამ ყოველივეს უყურებდეს ცივილურად მოაზროვნე ადამიანი და რეაქცია არ ჰქონდეს. მთავრობამ დაიწყო მიუსაფარი ცხოველების “გენოციდი”. უნდათ ამ პრობლემის გადაჭრა მათი ქუჩებიდან მოპარვით, “ხრიოკ” ადგილებზე გადასმით ან დახოცვით. ალბათ მავანს უხარია კიდეც. ამ პრობლემის მოგვარება შეიძლებოდა დროულად, შესაბამისი პოლიტიკა რომ გატარებულიყო ამ წლების მანძილზე,მაგრამ არა. უპასუხისმგებლო და სინდისის არ მქონე ადამიანების გადმოყრილი და განამრავლები ძაღლები მთავრობამ უნდა დახოცოს. შემდეგ ასეთი ადამიანები გამოვლენ,ან ღმერთს ახსენებენ ან სადღეგრძელოს დალევენ ქვეყნის სიყვარულისა და ადამიანობის.“ – ამბობს ნიკოლოზ რუსიეშვილი.

ნიკოლოზ რუსიეშვილი ასევე მიმართავს საზოგადოებას:

„ყველას, ვისაც ოდნავ მაინც გიყვართ ძაღლები, თუნდაც თქვენივე საკუთარი ძაღლი. თუ დაინახავთ,რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს აყავდეს ძაღლები ქუჩიდან, გადაიღეთ და გაავრცელეთ ინტერნეტში. გადაიღეთ ყველაფერი, მანქანის ნომრები, ძაღლები, მიმდებარე ტერიტორია და თავად ისინი ვინც ამას აკეთებენ. იმედს ვიტოვებ ხმას ამოიღებს თითოეული ადამიანი ვისაც ცხოველები უყვარს, განურჩევლად პროფესიისა და სტატუსისა და განსაკუთრებით კი ვეტერინარები და ამ სფეროში მოღვაწე ადამიანები. არ უნდა შევეგუოთ უსამართლობას და არ უნდა მივცეთ მათ ძაღლების დახოცვის უფლება. არავის არ გვსიამოვნებს და გვიხარია ქუჩაში ძაღლები და განსაკუთრებით ჩვენ ცხოველთმოყვარულებს, თუმცა საზოგადოების უპასუხისმგებლობის გამო სხვა გზა არ არის და ქუჩაში მაინც დააყენეთ თუ სახლში არ აყენებთ.

ოზურგეთშიც ძალიან მძიმე სიტუაციაა და ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა ამ წლების განმავლობაში. რამდენი ძაღლი გავასტერილეთ აქტივისტებმა და გავაჩუქეთ, თუმცა ყოველდღე ახალ ძაღლებს ტოვებენ ქუჩაში. უამრავი მოვლილი ძაღლი გაგვიქრა.“ – აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს ნიკოლოზ რუსიეშვილმა.

შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ცხოველთა დამცველები თბილისში აქციებს მართავენ. ბოლო ასეთი აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან 29 მარტს ჩატარდა. მონაწილეები აცხადებდნენ, რომ არ დაუშვებენ მიუსაფარი ძაღლების მასობრივ განადგურებას.

ცხოველთა დამცველები აღნიშნავენ, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს უკანონოდ მიჰყავს სტერილიზებული და აცრილი ცხოველები და შემდეგ აღარ აბრუნებს პირვანდელ ადგილას.

აქციის მონაწილეები ასევე პრემიერის მიერ ხელმოწერილი №412 დადგენილების მე-3 პუნქტის გაუქმებას ითხოვენ, რადგან მათი თქმით, აღნიშნული ცვლილება კრძალავს სტერილიზაციისა და ვაქცინაციის მიზნით გადაყვანილი ძაღლების კვლავ საჯარო სივრცეებში დაბრუნებას.

The post „ძაღლები ქუჩაში მაინც დააყენეთ, თუ სახლში არ აყენებთ“ appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური