აპირებენ, თუ არა, ივანიშვილი და კობახიძე კალაძის დაჭერას? – დავით მჟავანაძე — Cnoba

Alia სიახლე 02 Apr 2026, 14:43

კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი, დავით მჟავანაძე ამბოვს, რომ უფასო სასადილოებიდან ფულის მოპარვის საქმე, რომელზეც სუს-მა საზოგადოებას დღეს გააცნო, კალაძის გარშემო დიდი კომპრომატების თავმოყრის სპეცოპერაციაა. „Aladashvili & co“ არის ძალიან სტაჟიანი სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული კომპანია. შავ სიაში იყო ეს კომპანია შესული იმის გამო, რომ უხარისხოდ ასრულებდა სამუშაოებს და უხარისხო საკვებს აწვდიდა, თუმცა ამაზე არასდროს […] The post აპირებენ, თუ არა, ივანიშვილი და კობახიძე კალაძის დაჭერას? – დავით მჟავანაძე appeared first on .

კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი, დავით მჟავანაძე ამბოვს, რომ უფასო სასადილოებიდან ფულის მოპარვის საქმე, რომელზეც სუს-მა საზოგადოებას დღეს გააცნო, კალაძის გარშემო დიდი კომპრომატების თავმოყრის სპეცოპერაციაა.

„Aladashvili & co“  არის ძალიან სტაჟიანი სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული კომპანია. შავ სიაში იყო ეს კომპანია შესული იმის გამო, რომ უხარისხოდ ასრულებდა სამუშაოებს და უხარისხო საკვებს აწვდიდა, თუმცა ამაზე არასდროს არ ჰქონია რეაგირება სუსის ანტიკორუფციულს და არც სხვა უწყებებს. არცერთ ნაწილში პასუხისმგებლობა არ ჩანს, არც კახა კალაძის და არც ამ რაიონის გამგებლების და არც არცერთი საჯარო მოხელის, მაშინ როცა უამრავი საბუთი არსებობს იმისა, რომ ყველა ტენდერი იყო მორგებული ამ პირებზე, იყო რაღაც კორუფციული რისკები. საქმე, რაც  გამოჩნდა, ჩემი ღრმა რწმენით, არის კახა კალაძის გარშემო დიდი კომპრომანტების თავმოყრის სპეცოპერაცია, რა დროსაც კახა კალაძე ხდება მოწყვლადი და დამოკიდებული ივანიშვილის და კობახიძის კეთილ ნებაზე, თუ როდის მოხდება მისი დაკავება,  თუ არ მოხდება. გარდა ამისა, აშკარად შეიცავს ბაზრის მოსუფთავებსი ნიშნებსაც”, – აცხადებს დავით მჟავანაძე. 

როგორ იპარავდნენ უფასო სასადილოებიდან ღატაკი ხალხის ლუკმას? – ვინ (არ) დააკავა სუსმა?

The post აპირებენ, თუ არა, ივანიშვილი და კობახიძე კალაძის დაჭერას? – დავით მჟავანაძე appeared first on .


რელევანტური