“ღარიბს წაართვი, მდიდარს მიეცი! – ესაა ქართული ოცნების ნამდვილი სახე” – ბაია პატარაია — Cnoba

Alia სიახლე 02 Apr 2026, 16:37

უფლებადამცველი, ბაია პატარაია: საჭმლის ფულს პარავენ ბავშვებს – საბავშვო ბაღებში, ჯარისკაცებს – ჯარში, მოხუცებს და ყველაზე გაჭირვებულებს – უფასო სასადილოებში… ესაა ქართული ოცნების ნამდვილი სახე – ღარიბს წაართვი, მდიდარს მიეცი! ამდენს კი არა, ერთ ასეთ სკანდალს გადაყვებოდა მთავრობა ევროპაში. სწორედ ამიტომ არ უნდა ბიძინას ევროპა და ურჩევნია გახრწნილი და ჩამპალი რუსეთი! როგორ შეიძლება მიუსაფარ ცხოველს […] The post “ღარიბს წაართვი, მდიდარს მიეცი! – ესაა ქართული ოცნების ნამდვილი სახე” – ბაია პატარაია appeared first on .

უფლებადამცველი, ბაია პატარაია:

საჭმლის ფულს პარავენ
ბავშვებს – საბავშვო ბაღებში,
ჯარისკაცებს – ჯარში,
მოხუცებს და ყველაზე გაჭირვებულებს – უფასო სასადილოებში…
ესაა ქართული ოცნების ნამდვილი სახე – ღარიბს წაართვი, მდიდარს მიეცი!
ამდენს კი არა, ერთ ასეთ სკანდალს გადაყვებოდა მთავრობა ევროპაში.
სწორედ ამიტომ არ უნდა ბიძინას ევროპა და ურჩევნია გახრწნილი და ჩამპალი რუსეთი!
როგორ შეიძლება მიუსაფარ ცხოველს კარგად ექცეოდეს მთავრობა, რომელიც ბავშვს, მოხუცს და ჯარისჯაცს აცლის ლუკმას პირიდან?!
როგორ შეიძლება ძაღლს არ აწამებდეს ხელისუფლება, რომელიც აწამებს, წამლავს და ამცირებს ადამიანებს?!
ამიტომ უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან გარყვნილი ქოცნება!
ამიტომ გვჭირდება სხვა პოლიტიკოსები, საიდანაც ზოგი ძველი იქნება და ზოგი ახალი, მაგრამ გაკონტროლდებიან ერთმანეთის და ხალხის მიერ!!!
ხალხის კონტროლიდან ბოლომდე ნაციონალური მოძრაობაც კი ვერ გავიდა და ხალხის ნებას დაემორჩილა 2012 წელს. საუბედუროდ, რუსი ბიძინა გავიდა ხალხის კონტროლიდან, როცა ტოტალურად გააყალბა 2024 წლის არჩევნები და სრულად მიიტაცა ყველა საჯარო უწყება და ჩამოანგრია კანონმდებლობა და კონსტიტუცია!
ჩვენ – ხალხმა, მათ შორის ოცნების ამომრჩეველმა, შუაშისტებმა და ოპოზიციურად განწყობილებმა, ყველამ ერთად უნდა დავიბრუნოთ კონტროლი საკუთარ ქვეყანაზე! ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა – საქართველოს ამოცანაა ეს!

როგორ იპარავდნენ უფასო სასადილოებიდან ღატაკი ხალხის ლუკმას? – ვინ (არ) დააკავა სუსმა?

The post “ღარიბს წაართვი, მდიდარს მიეცი! – ესაა ქართული ოცნების ნამდვილი სახე” – ბაია პატარაია appeared first on .


რელევანტური