“დაასრულეთ თქვენს მეზობლებზე თავდასხმები”- ანტონიო გუტიერეში ირანს — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 02 Apr 2026, 16:46

გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში აშშ-სა და ისრაელს ომის დასრულებისკენ მოუწოდებს, ხოლო ირანს მეზობლებზე თავდასხმების დასრულებისკენ. მისი თქმით, უფრო ფართო ომის ზღვარზე ვართ, რომელიც მოიცავს ახლო აღმოსავლეთს და დრამატული იქნება. “უფრო ფართო ომის ზღვარზე ვართ, რომელიც მთელ ახლო აღმოსავლეთს მოიცავს და მსოფლიოს მასშტაბით დრამატული გავლენა ექნება… როდესაც ჰორმუზის სრუტე გადაკეტილია, მსოფლიოს ყველაზე ღარიბებსა და მოწყვლადებს სუნთქვა არ შეუძლიათ… ჩემი მესიჯი ნათელია, აშშ-სა და ისრაელისთვის, ომის დასრულების დროა, რომელიც უზარმაზარ ადამიანურ ტანჯვას იწვევს და უკვე გამოიწვია გამანადგურებელი ეკონომიკური შედეგები. ირანს – დაასრულეთ თქვენს მეზობლებზე თავდასხმები”, – განაცხადა გუტერეშმა The post “დაასრულეთ თქვენს მეზობლებზე თავდასხმები”- ანტონიო გუტიერეში ირანს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური