აშშ-ისრაელის მიერ დაბომბვის შედეგად ირანში სამედიცინო კვლევითი ცენტრი განადგურდა — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 02 Apr 2026, 16:25

აშშ-ისრაელის მიერ დაბომბვის შედეგად ირანში უძველესი სამედიცინო კვლევითი ცენტრი განადგურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ირანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ირანის ჯანდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, ჰოსეინ კერმანპურმა განაცხადა, რომ ირანის პასტერის ინსტიტუტი, რომელიც რეგიონში გლობალური ჯანდაცვის ერთ-ერთი „საუკუნოვანი საყრდენია“, პირდაპირი თავდასხმის მსხვერპლი გახდა. მედიის ცნობით, 1920 წელს დაარსებული ეს ინსტიტუტი ირანში პირველი და უძველესი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი იყო, სადაც თანამშრომლებმა პირველად შეიმუშავეს ინფექციური დაავადებების პრევენციის ვაქცინები და მის კვლევაში იყვნენ ჩართული. The post აშშ-ისრაელის მიერ დაბომბვის შედეგად ირანში სამედიცინო კვლევითი ცენტრი განადგურდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.